კომპოზიტორი და შემსრულებელი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც ახლახან კუჭირ დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, უკვე შესამჩნევად არის გამხდარი. ოპერაციამდე მან სპეციალური დიეტა დაიცვა, ახლა კი ეტაპობრივად ზედმეტ კილოგრამებს რამდენიმე თვის განმავლობაში დაიკლებს, თუმცა შედეგი უკვე ძალიან კარგია.
მაიკო აქვეყნებს თავის ადრინდელ და ახლანდელ ფოტოს და ყველა ჭარბწონიან ადამიანს მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად.
„მოგმართავთ ყველას, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს! გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოიშოროთ ეს ჭირი და გახდეთ ბევრად ბედნიერი ადამიანები, ასეა ეს, მერწმუნეთ!!! ახალი ინტერესები, ახალი შეგრძნებები და ახალი საკუთარი მე ეს ბევრად მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ“.
მაიკო შემოქმედებითადაც ძალიან არის გააქტიურებული და ახლა პირველად ცხოვრებაში, საკუთარ დაწერილ სიმღერას ჩაწერს.