„მადლობა, Georgia, you were amazing!”- ვაიქლეფ ჟანი ქართველი მელომანებით აღფრთოვანებული დარჩა

0
2001

უიტნი ჰიუსტონი, ჯგუფი “Destiny’s child” და კიდევ არაერთი ვარსკვლავი, რომელთანაც უთანამშრომლია –  ბათუმის ჯაზფესტივალის რიგით მე-3 დღის სტუმარი ვაიქლეფ ჟანი იყო.  გუშინ საღამოს ბათუმის კორტების სცენაზე საოცარი ზეიმი შედგა. სცენაზე გაჯაზება ვაიქლეფმა მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული „მრავალჟამიერი“ გაარემიქსა და ამით მან პირველი მუხტი მოიტანა, რომელიც კონცერტის ბოლომდე არ განელებულა.

პირველი კულმინაცია მაშინ იყო, როდესაც ვარსკვლავმა თავზე წყალი გადაისხა, შემდეგ კი საკუთარი სველი  მაისური ერთ იღბლიან ბიჭს გაუცვალა და სტუმრების წინაშე ლურჯი მაისურით გამოცხადდა.

მეორე კულმინაცია  სცენაზე ბერა ივანიშვილის გამოჩენდა იყო. მან ვაიქლეფთან ერთად სიმღერა „ Parlez-Vous Francais” შეასრულა, სცენაზე კი ვარსკვლავმა პატარა მელომანი მიიპატიჟა.  ბერა ივანიშვილი, ვაიქლეფ ჟანი და პატარა მელომანი სცენაზე იდგნენ და სტუმრებს გასაოცარ შოუს სთავაზობდნენ.

გარდა ამისა გეტყვით, რომ ვაიქლეფმა მუსიკის მოყვარულებისთვის ისეთი ლეგენდარული მუსიკოსების სიმღერები გააცოცხლა, როგორებიც არიან ბომ მარლი, მაიკლ ჯექსონი და სხვები. ბოლოს კი დიჯეი ავიჩიც გაიხსენა და სიმღერა “Wake me up”-ზე, პირდაპირი მნიშვნელობით, ის მელომანებში გადაეშვა. სწორედ ასე სცენის მიღმა ბათუმის ჯაზფესტივალის სტუმრები და ამერიკელი მუსიკოსი,  გრემის სამ გზის მფლობელი ვაიქლეფთ ჟანი ერთად მღეროდნენ.

აშკარაა, რომ  ქართველი აუდიტორიით მუსიკოსი აღფრთოვანებული დარჩა. მან კონცერტის შემდეგ სტატუსი გამოაქვეყნა წარწერით „მადლობა Georgia, you were amazing!”

შეგახსენებთ, რომ წინ ბათუმის ჯაზფესტივალის რიგით ბოლო დღე გველის, რომლის სცენას ჯგუფი “R+R Now” დაიკავებს.

ნინო როსტიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here