მომღერალი ლიზა ყენია, ბოლო დროს საზოგადოებას სკანდალური ნაბიჯებით აღარ აოცებს. ის ახლა მთელ დროს სწავლას და მუსიკას უთმობს. უახლოეს მომავალში კი კლიპის გადაღებასაც გეგმავს.
ლიზა ყენიამ ინსტაგრამის “სთორებში” მამა თეიმურაზთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მამა თეიმურაზი ყენიას მოძღვარია. ვიდეო ეკლესიის ეზოში არის გადაღებული. რის შემდეგაც გაჩნდა, მოსაზრება, რომ მომღერალი რამდენიმე დღით მონასტერში წავიდა.