11.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

BBC-ის სერიალში მერაბ ნინიძე მთავარ როლს შეასრულებს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე BBC-ის ახალ სერიალში McMafia, რომელიც ეკრანზე 2017 წლის ბოლოსკენ გამოვა, მთავარ როლს შეასრულებს.

სერიალში ოთხი მთავარი პერსონაჟია, რომელთაგანაც ერთ-ერთს ნინიძე თამაშობს.

სერიალის სიუჟეტი გლობალური მაფიის ისტორიას მოგვითხრობს.

სერიალის სცენარი მიშა გლენის ბესტსელერის მიხედვით, ჰუსეინ ამინმა და ჯეიმს უოტკინმა შექმნეს. სერიალს ერთდროულად BBC, AMC და Cuba Pictures იღებენ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები