ლილი ალენის კარიერა უფსკრულის პირასაა

0
31

ლილი ალენს კატასტროფა უახლოვდება – ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან მისი მეგობრები და ამ თემაზე მესმედიასთანაც კი საუბრობენ. ჯერ კიდევ კოაჩელას მსვლელობის დროს ნათელი გახდა, რომ მომღერლის თვს ყველაფერი რიგზე ვერ იყო – ლილი სრულიად მარტო მინდორში მძინარე იპოვეს, მუსიკოსი ძლივს გამოაფხიზლეს და სახლში გაამწესეს. სახლში, რომელშიც მეუღლე და ორი შვილი ელოდნენ – თუმცა, მისი და ქმრის ურთიერთობა ეს კიდევ ცალკე განხილვის თემაა – როგორც ამბობენ, სემ კუპერი მეუღლის საქციელებით იმდენად დაიღალა, განქორწინება კარსაა მომდგარი.

პირად ცხოვრებაში პრობლემებს ვინ ჩივის, არც ლილის კარიერაა მაინცდამიანც მწევრვალებზე – შემსრულებელი და მისი მენეჯერი სკოტ როჯერი მშვიდობიანად დაიშალნენ, თუმცა, მსოფლიოში სახელგანთქმული მენეჯერის გაშვება მთვლად კარგზე არაფერზე მეტყველებს – “ის ლილისთან ბევრს მუშაობდა, ძლაიან ბევრს წვალობდა, თუმცა ალენმა ვერ გაუგო და საბოლოოდ მისი მუსიკაც ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო“ – ამბობს უცნობი წყარო. ლილის დიდი იმედი ჰქონდა, რომ ახალი ალბომი, “Sheezus”, დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანდა თუმცა, მისმა ფსონმა არ გაამართლა. და მაშინ, როცა ქალის ფინანსური მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა, წინ არც ტურნეა და არც დიდი გეგმები, მარტო სამოსზე ალენი თვეში მინიმუმ 30 ათას ფუნტ სტერლინგს ხარჯავს.