ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე სულ ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი რჩეული ჯუზეპე, იტალიელი არქიტექტორია, რომელიც ლიკამ ნიუ-იორკის აკადემიაში გაიცნო. წყვილმა იტალიაში გრანდიოზული და ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. მათ ქორწილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოც-ქსელებში წერდნენ, რომ ქართველი ბალერინა კათოლიკე გახდა, რის გამოც მას მკაცრად აკრიტიკებდნენ.
ლიკას და ჯუზეპეს ქორწილს საქართველოდან 60 სტუმარი ესწრებოდა. იტალიური ქორწილის შემდეგ წყვილი საქართველოში ჩამოვიდა და ჯუზეპე ქრისტიანულად მოინათლა. ჯუზეპეს ნათლიები ქართველები არიან. ნათლობის შემდეგ ლიკამ და ჯუზეპემ ვაკის სამებაში ჯვარიც დაიწერეს. ქართულ ჯვრისწერას წყვილის ოჯახის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.