ჯასტინ ბიბერის კონცერტი მანჩესტერში, სკანდალით დასრულდა (+ ვიდეო)

0
2861

სკანდალით დასრულდა კანადელი პოპ-შემსრულებლის, ჯასტინ ბიბერის კონცერტი მანჩესტერში, სადაც 23 ოქტომბერს, მან რიგით მესამე შოუ გამართა. ბიბერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ადამიანები, რომლებმაც მის სანახავად, ბილეთებში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს, შემსრულებლის მიმართ ასეთი აგრესიულები იქნებოდნენ. საქმე იმაშია, რომ კონცერტის მსვლელობისას ჯასტინმა პუბლიკასთან დიალოგის გამართვა სცადა, თუმცა მას არაფერი გამოუვიდა.

კონცერტზე შეკრებილი აუდიტორია, შეუჩერებლად ყვიროდა, სანამ ბიბერი მიკროფონში მათთვის რამის თქმას ცდილობდა. ამის შემდეგ კი ყვირილი გამაყრუებელ სტვენაში გადაიზარდა და მომღერალი მიხვდა, რომ მათ ხმას ვერ გადაფარავდა. გაღიზიანებულმა ბიბერმა მიკროფონი მოისროლა და კულისებში გაუჩინარდა, სადაც რამდენიმე საატი დაჰყო და შოუ, მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ მას მსმენელთან კონტაქტში შესვლა არც უცდია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ინციდენტი, სულ ცოტა ხნის წინ ლონდონში გამართულ კონცერტზე მომხდარი ფაქტის გამოხმაურება იყო. მაშინ ბიბერმა დამსწრე საზოგადოებას გაჩუმებისკენ მოუწოდა, როგორც აღმოჩნდა მისი ეს ქმედება ბრიტანელებმა უხესობად აღიქვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here