ლია მიქაძე საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრისას პირდაპირ ეთერში ატირდა (ვიდეო)

0
3089

ცნობილი ტელეწამყვანი ლია მიქაძე „იბერიას“ ეთერში სტუმრობისას, საკუთარ პენსიაზე საუბრისას ატირდა. მისი თქმით, რომ არა ერთი ადამიანი (ის ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს), რომელმაც მას დახმარების ხელი გაუწოდა, მას 180-ლარიანი პენსიით მოუწევდა არსებობა.

ლია მიქაძემ აღნიშნა:

„ყველა ჩვენგანს, როცა სამსახურიდან გაგვიშვეს, 180 ლარი გვქონდა პენსია. კარგად მოისმინეთ, როგორ ცხოვრობს ამ ფულით ოჯახი. ანალოგიური მეც ვიქნებოდი, თუ არა ის საოცარი პიროვნება, რომელმაც ხელი გამოგვიწოდა და გვაცოცხლებს…

აბსოლუტურად ყველა ჩემი კოლეგა ამ მდგომარეობაშია. ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. თუ არა ის ადამიანი, რომელსაც არ უნდა, რომ ჩვენ მადლობა ვუთხრათ იმისათვის, რომ ვცოცხლობთ… მარტო ჩვენ კი არა, საქართველოს ხელოვნება არ ექნებოდა, მუსიკა, წიგნები არ ექნებოდა…

მე პირადად მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანს შემიძლია მადლობა ვუთხრა, ვინც ხელი გამომიწოდა… არ ვიცი, რაზე ფიქრობენ მისი გუნდის წევრები, რომლებიც დღეს მთავრობაში არიან, მაგრამ მეტი უნდა იფიქრონ ხალხზე. 180 ლარი მარტო იმისთვის გინდა, რომ ქვითრები შევასო, რომლებიც ყოველთვე მოდის, შეიძლება, კომუნალური გადასახადები გადაიხადო, მაგრამ პურის ფული არ გქონდეს… დახმარებაზე არავინ ფიქრობს ერთი ადამიანის გარდა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here