27.8 C
Tbilisi
Tuesday, August 9, 2022

ლევან ჯიბღაშვილი იუბილეზე 250 ადამიანს ეპატიჟება

30 იანვარს ლევან ჯიბღაშვილი 30 წლის გახდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს თარიღი მისთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან სამი ათწლეული გაიარა. ოქროს დაბადების დღე ათამდე ახლო მეგობარმა ლევანს „ჩაი ხანაში“ მიულოცა და სადღესასწაულო ტორტი აჩუქა, რომელსაც რუსული წარწერა „Золотой мальчик“(ოქროს ბიჭი) ამშვენებდა. მათ შორის იყო ცნობილი ტელე წამყვანი და პროდიუსერი ირაკლი მაქაცარიაც.
დღეს საღამოს ლევანი რესტორან „ოტიუმში“ გრანდიოზულ საღამოს აწყობს, რომელსაც 250–მდე ადამიანი დაესწრება. მათ შორის, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ცნობადი სახეებიც . საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ქართველი მომღერლები. დეტალებს საღამოდან „მიუზიკ ბოქსი“ ხვალ შემოგთავაზებთ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები