ლეონარდო დიკაპრიო ქორწინდება!

0
3985

ოსკაროსან მსახიობს ლეონარდო დიკაპრიოს, წლების განმავლობაში არაერთ ლამაზმანთან ქონია ურთიერთობა, თუმცა ლეოსთან ერთად საკურთხევლამდე არცერთ მათგანს არ მიუღწევია. როგორც ჩანს თავის წინამორბედებს ნინა აგდალმა აჯობა, რადგანაც ინსაიდერების ინფორმაციით დიკაპრიო სწორედ მასზე აპირებს დაქორწინებას.

ლეოს და ნინას სავარაუდო დაქორწინების შესახებ სენსაციური ინფორმაცია ჟურნალმა “Life & Style“ გაავრცელა.
ინტერვიუში წყვილთან დაახლოებულმა პირმა დარწმუნებით განაცხადა, ისინი ქორწინებაზე ოცნებობენ. მათ სურთ, რომ ცერემონიამ რაც შეიძლება მშვიდად და გასაიდუმლოებულად ჩაიაროს, წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ქორწილისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

“ნინა არც კი ითხოვს ლეოსგან ჯვრისწერას ან ხელისა და გულის ოფიციალურ თხოვნას. მათ პირდაპირ ქორწინების ცერემონია აქვთ დაგეგმილი, რომელიც კუნძულ სან-ბარტსზე, ან სხვა რომელიმე კერძო კუნძულზე გაიმართება.“ – განაცხადა ინსაიდერმა.

მეორე მხრივ კი სანამ ლეოს ფანები, კუმირის გაბედნიერებით ხარობენ, დასავლურმა პრესამ გავრცელებული ინფორმაცია საგულდაგულოდ გამოიკვლია. ინტერნეტ პორტალი Gossip Cor წერს, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ნდობით აღჭურვილმა პირმა მათ განუცხადა, რომ ლეო დაქორწინებას არ გეგმავს, ყოველშემთხვევაში უახლოეს მომავალში.

რთულია გაიგო რომელი წყაროს ინფორმაციაა სანდო, ასერომ ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here