სელენა გომესი ინსტაგრამის რეკორდსმენი გახდა

0
2781

მომღერალი სელენა გომესი გახდა ინსტაგრამის პირველი მომხმარებელი, რომელმაც სოციალურ ქსელში, გამომწერების 100 მილიონიანი არმია მოაგროვა.

24 წლის შემსრულებლის რეკორდი კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა. აღსანისნავია, რომ გომესი ინსტაგრამზე არცთუ ისე აქტიურია. მაგალითად ბოლოს საკუთარი მიკრობლოგი მან 6 კვირის წინ განაახლა. ასერომ ახალ რეკორდს, მის აქტიურობას ვერ მივაწერთ, როგორც ჩანს ის იმდენად პოპულარული და მოთხოვნადია, რომ სულაც არ არის საჭირო სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა. თაყვანისმცემლების უკვე 100 მილიონიანი არმია ინსტაგრამზე მის ნებისმერ სიახლეს, მაინც გულმოდგინედ ელოდება.

სელენა გომესის შემდეგ გამომწერების რაოდენობით ტეილორ სვიფტი მოდის, რომელმაც ინსტაგრამზე 91 400 000 ადამიანს მოუყარა თავი. მესამე ადგილს ბიონსე იკავებს, მაჩვენებლით – 85 300 000 გამომწერი, მას მოსდევს კიმ კარდაშიანი, რომელსაც 83 600 00 გამომწერი ჰყავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here