ლეიდი გაგას ახალმა იმიჯმა საზოგადოება გააოცა

0
50

ლეიდი გაგამ საზოგადოების გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა – როგორც იცით მუსიკოსი FX-ის სერიალ “American Horror Story“-ის ახალ სეზონში – “Hotel”, ერთ-ერთ მთავარ როლს განასახიერებს, სწორედ ამ უკანასკნელის პრემიერაზე მომღერალი საოცრად დახვეწილი და თვალისმომჭრელი ვიზუალით გამოცხადდა.

გაგას გვერდს მისი რჩეული ტეილორ კინი უმშვენებდა, თავად შემსრულებელი კი ხასხასა წითელ ფერებში იყო გამოწყობილი – ფეხსაცმელი, კაბა, ფრჩხილის ლაქი და ტუჩის საცხიც კი. “დედა მონსტრად“ წოდებულმა ვარსკვლავმა საღამოზე უპირატესობა წითელ ფერს მიანიჭა და არც შემცდარა, ის ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურებოდა წითელ ხალიჩაზე…

FX-ის ეთერში American Horror Story“-ის ახალი სეზონი 7 ოქტომბერს გამოჩნდება, მანამდე კი შეგიძლიათ გაგას უახლეს ფოტოებს შეავლოთ თვალი…