ქორწინების შემდეგ ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერო წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ. ვარსკვლავური წყვილი პარამაუნტის თეატრში, “The Leftovers”-ის მეორე სეზონის პრემიერას დაესწრნენ. მსახიობები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ – კამერების წინ გაღიმებული სახეებით პოზირებდნენ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენეს, რომ თანაცხოვრებით ძალიან კმაყოფილები არიან.
“The Leftovers” HBO-ს ახალი სერიალია, რომელიც ტელეეკრანებზე წლის ივნისში გამოჩნდა. სატელევიზიო შოუში მთავარ როლს სწორედ ჯასტინ ტერო განასახიერებს. მსახიობს კი პარტნიორობას ლივ ტაილერი, მარგარეტ ქუალეი და რეჯინა კინგი უწევენ.