ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ცოლს ირთავს. მისი რჩეული მოცეკვავე სალომე არაბულია. ისინი უკვე დიდი ხანია შეყვარებულები არიან და შაბათს, თავიანთ ურთიერთობას ქორწილით დააგვირგვინებენ. სალომე ყოველთვის ლაშას გვერდით არის, რიოს 2016 წლის ბრინჯაოს მედალი, ქართველმა ძიუდოისტმა, აეროპორტში სწორედ სალომეს გადასცა, რადგან საკუთარი გამარჯვება მან სამშობლოს და სალომეს მიუძღვნა. ლაშას და სალომეს უკვე ჰქონდათ ეგრეთწოდებული დაწინდვა. წყვილი ქორწილს, შაბათს რესტორან „გუჯარში“ გადაიხდის.