„ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვები ერთმანეთს ემთხვევა“ – ლექს-სენი

0
3893

ცნობილმა ქართველმა რეპერმა ლექს-სენმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა სახალხოდ გამოუცხადა. ის ერთადერთი მომღერალი იყო, რომელმაც გუშინ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე იმღერა. შეგახსენებთ, რომ წლების წინ, ლექს-სენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ყოფილი მთავრობა გააკრიტიკა და „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის წინ, მხარი დაუჭირა. რატომ შეიცვალა ლექს-სენმა ხედვა და რატომ მიემხრო გუნდს, რომელსაც 4 წლის წინ მკაცრად აკრიტიკებდა, ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ლექსო, რატომ გამოუცხადეთ მხარდაჭერა გუშინდელ აქციაზე „ნაციონალურ მოძრაობას“?

– რას ნიშნავს რატომ გამოვუცხადე მხარდაჭერა? მე მხარს ვუჭერ ქვეყნის განვითარებას და ამიტომ მივიღე მონაწილეობა გუშინდელ აქციაში. ბოლო ოთხმა წელმა დაგვანახა, რომ ქვეყანა სტაგნაციის გზას ადგას და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.

– ერთ-ერთი პირველი მომღერალი იყავით, ვინც მკაცრად აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა რატომ შეიცვალეთ შეხედულება?

– წარსულზე ლაპარაკი შეცდომაა. მათ ჰქონდათ შეცდომები, პროგრესი შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია, ისინი ამას გამოასწორებენ. სპონტანურად გადავწყვიტე ამ აქციაზე გამოსვლა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამას და ხედვას გავეცანი, მომეწონა, ჩვენი ხედვები ემთხვევა და კონცერტზე ვიმღერე.

– სპეციალურად ამ აქციისთვის ჩაწერეთ სიმღერა?

– კი, სპეციალურად ამ აქციისთვის დავწერე ახალი სიმღერა და ამით უფრო კარგად გამოვხატე ჩემი აზრი.

leqsseni-main

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here