ლამარ ოდომი კვლავ კომაშია – კალათბურთელის უკანასკნელი დღეების ქრონიკა

0
51

კარდაშიანების ოჯახში დიდი უბედურება ტრიალებს და ეს ყველაფერი არც დადგმული და არც რეალითი შოუს რეიტინგის ასაწევადაა მოფიქრებული. ქლოე კარდაშიანის ყოფილი მეუღლე, ლამარ ოდომი, ცნობილი კალათბრუთელი ნევადას საროსკიპოში, დაწესებულების თანამშრომელმა გოგონებმა, უგონო მდგომარეობაში იპვოეს – ლამარის გადაყვანა საავადმყოფოში სამედიცინო ვერტმფრენით სცადეს, თუმცა, მამაკაცის დიდი გაბარიტების გამო მისი მანქანით წაყვანა მოუწიათ.

ლამარი ამჟამად მკურნალობის კურსს ლას ვეგასში, სანრაის ჰოსპიტალში გადის – მისი მდგომარეობის შესახებ ცნობილი 13 ოქტომბრის საღამოს გახდა – კარდაშაინთა მთელი ოჯახი დაუყოვნებლივ ლას ვეგასში გადაგრინდა – კრისი, ორსული კიმი და ქლოე ერთად წავიდნენ, მოგვიანებით ჰოსპიტალთან მოჰკრეს თვალი კენდალ ჯენერსა და კორტნი კარდაშიანს. მაშინ, როცა ოჯახის არც ერთი წევრი კომენტარს არ აკეთებს, კენდალმა თვითერის საშუალებით ყოფილ სიძეს მიმართა – “გთხოვ, არ დაგვტოვო“ – წერს 19 წლის გოგონა.

ლამარ ოდომი უგონო მდგომარეობაში ნევადის ერთ-ერთ ოფიციალურ საროსკიპოში იპოვეს – როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი სამი დღის განმავლობაში ვიაგრას იღებდა, კონიაკს სვამდა და არც აკრძალულ ნივთერებებს იკლებდა. ამას დაამატეთ ოდომის ჯანმრთელობის პრობლემები და სულაც არაა გასაკვირი, რომ 35 წლის კალათბურთელი კომაში ჩავარდა. ამჟამად ჰოპსიტალს არ ტოვებს მისი ყოფილი ცოლი, ქლოე, ლას ვეგასში ჩაფრინდა ლამარის მამაც. პაპარაცებმა საავადმყოფოსთან დააფიქსირეს კრის ჯენერიც. ორსული კიმ კარდაშინი ყოფილი სიძის სანახავად და მისი მდგომარეობის გასაგებად უკვე მეორედ მივიდა.

ლამარ ოდომო 35 წლისაა. მისი მიღწევები კალათბურთში ნამდვილად დასაფასებელია. სპორტსმენს 2 შვილი ჰყავს – დესთინი და ლამარ ჯუნიორი, სამწუხაროდ, მისი უმცროსი ბავშვი, ჯეიდენი 6 თვის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, ბავშვების დედა, კალათბურთელის ყოფილი მეგობარი ქალი, ლიზა მორალესია. ქლოესთან ლამარს ბავშვები არ შესძენია, წყვილმა 2009 წელს იქორწინა, თუმცა, 2013 წლის ზაფხულში კარდაშინმა განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა. ჯერჯერობით ლამარის მდგომარეობა უცვლელია – კალაბურთელი კომაში იმყოფება, მისი ახლობლები კი ჰოსპიტალს დღისითა და ღამით არ ტოვებენ, ლამარ ოდომის სანახავად უკვე მივიდა კოლეგა, კობი ბრაიანტი.