სელენა გომესი კარა დელევინთან რომანის შესახებ ალაპარაკდა

0
77

სელენა გომესი წლების განმავლობაში იმაზე წუწუნებს, რომ მასმედია მის შესახებ ათასგვარ ჭორ-მართალს ავრცელებს,თუმცა, ცოტა ხნის წინ გამოტყდა, რომ ერთი ჭორი განსაკუთრებით მოეწონა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ეს ხმები მისი და კარა დელევინის რომანს უკავშირდებოდა, ულამაზესი 23 წლის მოდელი ლესბოსელია, ამის შესახებ ყველამ კარგად იცის, სულ მალე შეიძლება საყვარელ ადამიანზე დაქორწინდეს კიდეც, თუმცა მისი და სელენას ურთიერთობა ცოტა ხნის წინ ერთობ აქტუალური თემა იყო – საქმე კი იმაშია, რომ სელენა და კარა კარგი მეგობრები არიან, ისინი ერთად დადიოდნენ გასართობად, იღებდნენ ერთობლივ ფოტოებს და მედიასაც მეტი რა უნდოდა, სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუებულ გომესს ორიენტაციის შეცვლა დააბრალა.

“სიმართლე გითხრათ, ეს ჭორები ძალიანაც მომწონდა” – ამბობს მომღერალი – “ამ ხმებს სულაც არ განვიცდიდი. თუნდაც იმიტომ, რომ როგორც იქნა ერთსა და იმავე ადამიანზე აღარ საუბრობდნენ. ის საოცარია, ძალიან გახსნილი და მის გვერდით, მეც ასეთი ვხდები. ძალიან მხიარულია, საოცრად თავგადასავლების მოყვარული, და ხანდახან ასეთი ადამიანები მეც მჭირდება ცოხვრებაში. ასე რომ, ჭორებზე არ ვდარდობდი, პირიქით – ძალიანაც მომწონდა“ – ყვება გომესი.

კითხვაზე, ოდესმე ეჭვქვეშ დაუყენებია თუ არა თავისი ორინეტაცია, გომესი არ მალავს, რომ მის ცხოვრებაში მსგავსი რამ მომხდარა – “ვფიქრობ, ეს ყველას ცხოვრებაში ხდება. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არიან ისინი. მგონია, რომ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულებაა როცა შენ ნამდვილ მეს კითხვებს უსვამს, ინტერესები ვინ ხარ და საკუთარ თავს გამოწვევებსაც უყენებ. ეს აუცილებელია“.

სელენა ყოფილ ბოიფრენდზე, ნიკ ჯონასზეც საუბრობს და ამბობს, რომ მის მიერ განსახირებული გეი ტელეგმირებით აღფრთოვანებულია – მე მას 14 წლის ასაკიდან ვიცნობ. მაშინ სრულიად განსხვავებული ადამიანი იყო, ახლა კი შეცვლილია, მომწონს მის ცხოვრებაში გაჩენილი ახალი პერსპექტივა. შესანიშნავია, როდესაც შეგიძლია შენი კომფორტის ზონიდან წუთით მაინც გახვიდე. კარგია, როდესაც განმსჯელის როლში არ ხარ, პირიქით, საშუალებას აძლევ განგსაჯონ.

სელენა თავის შესახებ გავრცელებულ ჭორებასაც ეხება და აცხადებს, რომ მათ შორის ყველაზე სახალისო, მისი ორსულობის შესახებ გავრცელებული ხმებია – “ორსულად მინიმუმ 15-ჯერ ვიყავი, და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, თუკი ამ დროს პლაჟზე შესანიშნავი პრესით გამოჩნდები. ისინი იგივე ლაპარაკს გააგრძელებენ – სრული ისტერიაა“ – ხუმრობს ვარსკვლავი.