როკ-მუსიკოსმა ყოველწლიურ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და სპეციალურად მეგობრებისთვის, წელსაც იმღერა. „ჩემო მშვენიერო ლედი“, „ოქტომბერი-ნოემბერი“, „ამბობენ რომ“, – მუსიკოსმა გამართულ კონცერტზე თავისი რეპერტუარიდან ეს და სხვა სიმღერები ცოცხლად შეასრულა. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სულ მალე ქუთაისში მიემგზავრება, სადაც მისი ავტობიოგრაფიული ფილმის პრემიერაც გაიმართება. ლადო ბურდულმა მუსიკ ბოქსის გადამღებ ჯგუფს სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა და გვითხრა, რომ სულ მალე მისი ორი ახალი ალბომი გამოვა.