12.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

ილიკო სუხიშვილის კომპლიმენტი სალომე ჭაჭუას, როცა მან ქართული ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას ქართული ცეკვა, რუსკა ქარქაშაძესა და იაკობ ყუფუნიას ჯუთასთან და ირინა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის ხანჯლურთან ერთად, სუხიშვილების ტურის განსაკუთრებული ნომრები გამოდგა. ასევე ძალიან კარგი აჭარული შემოგვთავაზეს ჯულიანა ბარგ-ნარმა და ამიკო ჩოხარაძემ. გუშინდელ ტურზე პროექტი არავის დაუტოვებია, ყველა მონაწილე პროექტში დარჩა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ილიკო და ნინო სუხიშვილები და გოჩა ჩერტკოევი.

როგორც ილიკო სუხიშვილმა გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას შესრულებული ქართული ცეკვის კომენტირებისას აღნიშნა, – „ერთი საქმეა, როცა ასრულებ და ფიქრობ, როგორ ასრულებ, მეორეა, როცა მამაკაცი ცეკვას ქალისთვის ასრულებს. რაც შეეხება სალომეს, ერთ-ერთი ხარ, ვისაც არ უჭირს გადართვა ჩა-ჩა-დან ქართულზე. ვიცი, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ შენთვის არ არის პრობლემა“.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები