„რუსთავი 2“-ის დილის ეთერში უკვე დიდი ხანია, ამინდის პროგნოზს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კითხულობს, ცნობილები თუ ნაკლებად ცნობილები. დილის გადაცემის ამ რუბრიკის მორიგი სტუმარი პანტომიმის თეატრის მსახიობი გახლდათ, რომელიც აშკარად გამოუძინებელი იყო და ეთერში, როგორც ჩანს, ცოტა დაიბნა კიდეც.
სოცქსელში მის მირე წაკითხული ამინდის პროგნოზის ვიდეო ვრცელდება. ამ საქმეს მან თავი აშკარად ვერ გაართვა და დიდი ენთუზიაზმით ეხმარებოდნენ გადაცემის წამყვანები, გიორგი ქორქია და ეკა სამხარაძე.
სოცქსელში ვიდეოს აზიარებენ თხოვნით: „გამოაძინეთ სალომე“.