“სძინავთ ტყუპებს, სახლში მზეა” – როგორ გამოიყურებიან ირინა სარიშვილის ტყუპები?

0
3586

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ირინა სარიშვილმა ტყუპები იშვილა. პატარების მოვლა მისთვის შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო საქმეა.

“ესე იგი გადამრიეს. დღეს ერთი რო იძინებს, მეორე იღვიძებს და ვაჭმევ, მერე ვინელებთ და ვბან, მერე ვაძინებ, ამასობაში მეორე იღვიძებს ზუსტად ჭამის დროს, ვჭამთ, ვინელებთ და ვბანაობთ და ასეა ყოველ 3 საათში ერთხელ. ხოდა რა მინდოდა მეთქვა – გქონიათ ალბათ ყველას ცხოვრებაში ის მომენტი, რაღაც მაგარ სიზმარს რო ხედავთ, მერე იღვიძებთ და თურმე სიზმარია. ერთხელ მოვახერხე ჭამებს შორის ჩაძინება და რომ გამეღვიძა, სანამ მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარი არაა და ცხადია, გული კინაღამ გამისკდა… აბა შემდეგ შემორბენამდე” – წერს ირინა სარიშვილი.

ირინა სარიშვილი ფეისბუქზე ტყუპების ფოტოსაც აქვეყნებს, სათაურით: “სძინავთ ტყუპებს, სახლში მზეა.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here