კრის ჯენერი გამოიჭირეს – როგორც ირკვევა რეალითი შოუს ვარსკვლავი საკუთარი შვილის გარდერობთან დიდ დროს ატარებს და მეტიც – კიმ კარდაშიანის სამოსის ჩაცმასაც არ ერიდება. ამის გამო კი ყვითელი გამოცემების საკბილო გახდა…
პარიზის მოდის კვირეულზე ჯენერი საქმროსთან – კორი გემბელთან ერთად გამოცხადდა და სანამ კამერების წინ კიმის სამოსში იწონებდა თავს, ამ დროს მისი შვილი სოციალურ ქსელში დედამისს ქურდს უწოდებდა, მართალია ხუმრობით, თუმცა ყვითელ გამოცემებსაც სწორედ ეს უნდოდათ და კრის ჯენერი სასაცილოდ აიგდეს.