ემილი დე რავინი პირველ შვილს ელოდება

0
153

ემილი დე რავინი ორსულადაა – მსახიობმა სასიხარულო ამბავი თვითერის საშუალებით გაუზიარა საზოგადოებას. “მინდა საინტერესო ამბავი გაგიზიაროთ. მე და @ericbilitch ბავშვს ველოდებით“ – დაწერა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში, რასაც მოგვიანებით მისი საქმრო – ერიკ ბილიჩიც გამოეხმაურა და ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

წყვილი უკვე წელიწადზე მეტია ერთად ცხოვრობს. მედიასთან არასდროს უსაუბრიათ იმაზე რომ ოჯახს სერიოზულად ეკიდებოდნენ და ბავშვების ყოლა სურდათ, ამ დრომდე ისინი დანიშნულებიც კი არ არიან, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლით იმაში, რომ პირველი შვილის დაბადების ბედნიერება გაიზიარონ.