ხატია სიჭინავა: “უცებ ჩემი ქმარი შეშფოთებული მეძახის…“

0
68

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში აღწერს სიტუაციას, რომელსაც დღეს დილას შეესწრო შინ. მისი თქმით, რამაზმა, ანუ ნანომ, როგორც თავად ეძახის, პირველად გაიგო, რომ მის ქალიშვილს შეყვარებული ჰყავს…

“დღეს დილა ჩვეულებრივ დაიწყო, უფროსი ამოვიდა ჩვენს ოთახში და მე და ნანოს შუაში ჩაგვიწვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ბავშვები იღვიძებენ და ჩემი ადგომის დროა. წამოვიზლაზნე ლოგინიდან, ვინაიდან ძალიან ადრე იყო და გავედი მოსაწესრიგებლად, რომ მერე ბავშვები მომეწესრიგებინა. მესმის, მამა და შვილი ჭორაობენ. უცებ ჩემი ქმარი შეშფოთებული ხმით მეძახის, შევდივარ ოთახში და ვხედავ გაღიმებულ გაბრიელას და ძალით გაღიმებულ ნანოს, რომელიც მეუბნება: იცოდი, რომ ჩვენს შვილს შეყვარებული ჰყოლია? მე მეცინება და ვპასუხობ, რომ კი. ამაზე უფრო მეტად უმკაცრდება სახე (თან ცდილობს, არ შეიმჩნიოს) და მეკითხება, მე რატომ არ ვიცოდიო. გაბი ისევ იღიმება, მე ვკვდები სიცილით და ნანოს აღარ ეღიმება. მერე დაკითხვას უწყობს, ხო არ აბრაზებს შეყვარებული )) მე გამოვდივარ ოთახიდან და წინასწარ ვფიქრობ, რა რეაქცია ექნება მაკოკოს, როცა უკვე ნამდვილ გრძნობებში გაერკვევიან მისი პრინცესები. ყველას სასიამოვნო სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეს გისურვებთ…“ – წერს ხატია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here