ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სამკაულების ბრენდის Cartier ამბასადორი გახდა. ამის შესახებ თავად მუსიკოსმაც დაწერა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე და ბრენდის ოფიციალურ სოცქსელებშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია.
როგორც ხატია წერს: „ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ გავხდი ისეთი ლეგენდარული ბრენდის ამბასადორი, როგორიც არის Cartier.
თავად Carier-ის გვერდზე კი ქვეყნდება ხატიას ფოტო, რომელიც ესტერ ჰაასემ გადაიღო და აღნიშნულია:
„ხატია ბუნიათიშვილი, ცნობილი, როგორც ფრანგი და ქართველი პიანისტი, „კარტიეს: ახალი ამბასადორია. ჩვენი სახლი მოხარულია, რომ ასოცირებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ გამოჩენილ კლასიკოს მუსიკოსთან“.