“გლადიატორის“ რეჟისორის, რიდლი სკოტის ახალი სერიალის პერსონაჟები თამარ კვესიტაძის ალი და ნინოს შეადარეს

0
670

ცნობილი რეჟისორის, რიდლი სკოტის ახალი სერიალი Raised By Wolves დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ფუტურისტული პოსტაპოკალიპტური სერიალი იმის შეახებ, როგორ განადგურდა კაცობრიობა და როგორ ზრდის ორი ანდროიდი კაცობრიობის უკანასკნელ გადარჩენილ პირმშოებს სხვა პლანეტაზე. ანდროიდების სახელებია “დედა ” და “მამა”.

დედის როლის შემსრულებელი, ამანდა კოლინი “ინსტაგრამზე” ბათუმში თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილ ალი და ნინოს სკულპტურებს აზიარებს. ქანდაკებასა და ფილმის პერსონაჟებს რომ შეადარებთ, აშკარა მსგავსებას აღმოაჩენთ, რასაც კომენტარებშიც აღნიშნავენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით გააზიარა მსახიობმა ეს ვიდეოც.

ინგლისელი რეჟისორის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა “ტელმა და ლუიზა”, “გლადიატორი”, “შავი ქორის დესანტი” და “მარსიანელი”.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here