კენდალ ჯენერი ჟურნალ Vogue-ის იაპონური გამოცემის, ახალი ნომრის მთავარი გმირია. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ახალგაზრდა მოდელის ფოტოები გამოჩნდა, რომლებიც ფოტოგრაფებს – ლუიჯი მურენუსა და იანგო ენცის ეკუთვნით.
განსაკუთრებულ ყურადღებას“Keeping Up with the Kardashians”-ის ვარსკვლავის ის სურათები იპყრობს, რომლებშიც ჯენერი თამამი სამოსით პოზირებს და მისი მკერდის შეთვალიერება თავისუფლად არის შესაძლებელი.
კენდალის სურათებისა და მისი ინტერვიუს ნახვა გამოცემის მკითხველს ნოემბერში შეეძლება, მანამდე კი შეგიძლიათ ჩვენს საიტზე შეავლოთ თვალი კენდალის უახლეს ფოტოებს…