კენდალ ჯენერი ქართული ბრენდის სამოსით გამოჩნდა

0
1464

კარდაშიანების ცნობილი კლანის წარმომადგენელი, კენდალ ჯენერი საზოგადოების წინაშე ქართული ბრენდის სამოსით გამოჩნდა. „დალოოდის“ ულამაზეს ორეულში, შავ შარვალსა და პიჯაკში კენდალი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ეს ლუქი დიზაინერ მაკა კვიციანს ეკუთვნის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი, როცა კარდაშიანების წარმომადგენლები ქართველ დიზაინერებს ირჩევენ.

თბილისში „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ სხვადასხვა მონაწილის სამოსითა  თუ აქსესუარებით არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი გამოჩნდა. ეს დიდი ინტერესი ქართველი დიზაინერების მიმართ, რასაკვირველია, დემნა გვასალიას წინასვლამ გამოიწვია.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here