კახი კალაძესთან დაკავშირებით, მისი პოლიტიკური საქმიანობის მიღმა არაერთი თემაა, მათ შორის მის ოჯახთან დაკავშირებული, რაც საზოგადოებას აინტერესებს. გარდა ამ საკითხებისა, ყოველთვის აქტუალურია მოდისადმი მისი დამოკიდებულება. ინტერესი კარგად ჩაცმის მიმართ ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროიდან იგრძნობოდა. იქიდანვე მედია მუდმივად აშუქებდა კახი კალაძის თამამ სტილს, სპორტსმენს ყოველთვის ირგებდა მოდურ სამოსსა და აქსესუარებს, რასაც სხვა ქართველი მამააკცები ვერ ბედავდნენ. ასე გახდა არაერთგზის განხილვის საგანი მაგალითად, მისი წითელი შარვალი თუ ორიგინალური ფეხსაცმელები.
გარდა ამისა, მსოფლიო ტენდენციებს იმიჯის თვალსაზრისითაც სულ ითვალისწინებდა. მცირე ხნის წინ იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ძალიან დიდი წვერით დადიოდა. მოგვიანებით, წვერს დაემშვიდობა, მაგრამ ულვაში გაიზარდა და ახლა ამის გამო წამოვიდა შენიშვნები. ზოგს მოეწონა კახის ულვაში, ზოგს – არა.
კახის „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოჩნდა, სადაც მას როგორც ყოველთვის, მოდის უკანასკნელი ტენდენციების გათვალისწინებით აცვია. მის ჩაცმულობას ძირითადად, დადებითი გამოხმაურება აქვს და უწერენ: „ეჭვიც არ მეპარება, რატომ ხარ შესული ყველაზე გემოვნებიან კაცებში“, „კიდევ ვის ჰყავს ჩვენისთანა ვიცეპრემიერი?“, „მსოფლიოში ყველაზე გემოვნებიანი მინისტრი“, „ულვაშები? ძალიან მაგარია…“