ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ ღონისძიებებს თუ გადავხედავთ, დანამდვილებით შეგვეძლება იმის თქმა, რომ დედაქალაქში არაერთი ფესტივალი მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია “K-pop world festival”, რომელიც კეიპოპერებს შორის სიმღერასა და ცეკვაში შეჯიბრებას წარმოადგენს და მსოფლიო მასშტაბით ტარდება. ეს არის მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი სამხრეთ კორეაში, რომელშიც შედის ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტები. K-pop-ი მალევე გახდა მაშტაბური მუსიკალური სუბკულტურა, მილიონობით თაყვანისმცემლით, მთელი მსოფლიოს ახალგარზდებს შორის.