გურამ შეროზია „სახის“ კონცერტის ძვირად ღირებულ ბილეთებს აპროტესტებს – „სახემ სახე აგვახია…“

0
1884

22 ივნისს 20:00 საათზე „ოტიუმში“ ჯგუფ „სახის“ კონცერტი გაიმართება. ფილარმონიაში მათი წარმატებული კონცერტის შემდეგ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ კლუბურ და სარესტორნო სივრცეშიც გადაინაცვლონ.

საინტერესოა, რომ თითო ადამიანს ამ საღამოზე მოსახვედრად, სურვილის შემთხვევაში, 100 ლარის გადახდა მოუწევს, 60 ლარი ბილეთის ფასია, 40 ლარი კი დეპოზიტი.

ასეთ მაღალფასიან ბილეთს ქართული ჯგუფის კონცერტზე აპროტესტებს ბლოგერი გურამ შეროზია და აღნიშნავს:

„ბილეთის ფასი 60 ლარი, დეპოზიტი 40 ლარი=100 ლარი. :O

როცა აეროსმიტში, აგილერაში, „სკორპიონსში“ და რობი უილიამსში გადავიხადეთ ორჯერ და ზოგან სამჯერ ნაკლები. :დ

სახე, გვეღადავებით? 😀

თუ უბრალოდ “მიიქციეთ ჩვენი ყურადღება” და სინამდვილეში ნაკლები ღირს? )))) ქამოოონ!

#სახესახესგვახევს“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here