Julianne Moore-ი და Ellen Page-ი ჰომოსექსუალ წყვილს განასახიერებენ

0
36

2015 წლის 2 ოქტომბერს Julianne Moore-სა და Ellen Page-ის მონაწილებით ახალი ბიოგრაფიული დრამის რელიზია დაგეგმილი, რომლის სახელწოდებაც “Freeheld” გახლავთ. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ნამუშევრის ორი ახალი პოსტერი და თრეილერი გამოჩნდა.

ნამუშევარი რეალურ ფაქტებზე გახლავთ დაფუძნებული და ჰომოსექსუალი წყვილის – Laurel Hester-ისა და Stacie Andree-ს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ სურათი ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმის მიხედვით შეიქმნა, რომლის რეჟისორიც Cynthia Wade გახლავთ. 2007 წელს ნამუშევარმა ოსკარიც კი დაიმსახურა მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში და როგორც კინო გამოცემები წერენ 2015 წლის სურათიც არანაკლებ წარმატებული იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ახალი ნამუშევრის რეჟისორი Peter Sollett-ია. “Freeheld”-ის პირველი ჩვენება კი ტორონტოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე შედგება, რომელიც მიმდინარე წელს 10-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება…
[jwplayer mediaid=”1794″]