შორდებიან თუ არა Halle Berry და Olivier Martinez-ი?!

0
51

მიმდინარე წლის ივლისში Halle Berry-მ და მისმა მეუღლემ – Olivier Martinez-მა ქორწინების ორი წლისთავი აღნიშნეს, თუმცა შესაძლოა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდეს. დასავლური პრესის მტკიცებით წყვილს ურთიერთობაში ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და ახლო მომავალში შესაძლოა მათი განქორწინების მოწმენი გავხდეთ.

გაყრის ხმების ფონზ კი Berry და Martinez-ი კვლავ ერთად ჩნდებიან საზოგადოებაში. ცოლ-ქმარი პაპარაცებმა დასავლეთ ჰოლივუდში, საუზმობისას დააფიქსირეს. როგორც გამოცემები წერენ ვარსკვლავურ წყვილს უთანხმოების არაფერი ეტყობიდათ. პირიქით, ძალიან თბილად ექცეოდნენ ერთმანეთს და ბევრს საუბრობდნენ…

შეგახსენებთ, რომ Halle Berry-სა და Olivier Martinez-ის რომანი 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს წყვილმა იქორწინა კიდეც. ამ დროისთვის მსახიობებს ერთი საერთო შვილი – Maceo-Robert-ი ჰყავთ, რომელიც ორი წლის წინ მოევლინა ქვეყანას.