ჯონ ლეჯენდი და კრისი ტაიგენი ბავშვს ელოდებიან

0
31

ჯონ ლეჯენდი და კრისი ტაიგენი რამდენიმე თვეში მშობლები გახდებიან. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მუსიკოსის მეუღლე ორსულად იყო და როგორც იქნა მოდელმა გავრცელებული ჭორები დაადასტურა. სოციალურ ქსელებში უკვე მოკრავდით თვალს ფოტოს, სადაც კრისი წამოზრდილი მუცლით პოზირებს.

ლეჯენდი და ტაიგენი უკვე შვიდი წელია ერთად არიან. წყვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ბავშვის ყოლა სურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს აქამდე არ მოხერხა. სამაგიეროდ რამდენიმე თვეში სელებრითი ცოლ-ქმარს პირველი შვილი შეეძინებათ.

წყვილთან დაახლოებული პირები ტაბლოიდებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ჯონი და კრისი ახალი ამბით ძალიან გახარებულები არიან. ისინი ხომ წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ბავშვი ჰყოლოდათ და როგორც იქნა დადგა ეს დღეც – კრისი ტაიგენი ორსულობის პირველ კვირებშია…