ბარაკ და მიშელ ობამებმა აშერს დაბადების დღე მიულოცეს

0
17

დაბადების დღეზე მრავალგვარი საჩუქარი და მილოცვა შეიძლება მიიღოთ, თუმცა, თქვენი გაოცება და ბედნიერება ვერასდროს შეედრება აშერისას – მან ხომ მილოცვა არც მეტი და არც ნაკლები ბარაკ ობამასგან და მისი მეუღლისგან, მიშელისგან პირადად მიიღო.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მუსიკოსს წყვილმა კექსი და მასზე წამოსკუპებული სანთელი მიართვა – შემსრულებელი გაოგნებისგან კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა – საპრეზიდენტო წყვილი კი უბრალოდ კექსს არ დასჯერდა და მომღერალს უმღერა კიდეც.

აშერი 37 წლის გახდა – ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მომღერალი კამერას მიუბრუნდა და იკითხა – ამას აფიქსირებ? შემსრულებელი ქუინ ლატიფასთან, სმოუქი რობინსონთან და ესპერანსა სპალდინგთან ერთად კონცერტს მართავდა.

[jwplayer mediaid=”4914″]