ჯენიფერ გარნერი ბენ აფლეკთან დაშორების შემდეგ ბავშვს ელოდება

0
121

მიზეზი თუ რატომ ჩნდებიან ასე ხშირად ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი ერთად, დაშორების შემდეგაც კი, ცნობილია – ყვითელი გამოცემების ცნობით მსახიობი მეოთხე ბავშვს ელოდება და როგორც ირკვევა ცოლ-ქმარმა ეს მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს.

43 წლის ვარსკვლავებმა – ბენმა და ჯენიმ დაშორების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის ივნისში გააკეთეს – “დიდხნიანი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ გაყრა ჯობია“ – ამბობდნენ მსახიობები, თუმცა როგორც ჩანს მათ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევთ.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისინი არაერთხელ დააფიქსირეს პაპარაცებმა ერთად. ცოტა ხნის წინ აფლეკი და გარნერი ბავშვებთან ერთად ეკლესიაშიც კი წავიდნენ. რამდენიმე კვირის წინ წყვილი სასამართლოში საქმის შეტანას აპირებდა, ბავშვებზე მეურვეობის განაწილების მიზნით, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავიც აქვთ, რასაც მეოთხე შვილი ქვია.

უცნობია ორსულობის რომელ თვეშია ჯენიფერი, თუმცა თუკი მისი ბოლოდროინდელი ფოტოებით ვიმსჯელებთ მუცელი ჯერჯერობით არ ეტყობა და არც ისაა გამორიცხული ზემოთხსენებული ახალი ამბავი ტაბლოიდების მიერ აგორებული ჭორები იყოს…