როდის გააჩენს კიმ კარდაშიანი მეორე ბავშვს?!

0
19

კიმ კარდაშიანი ძალიან მალე მეორე შვილის დედა გახდება. რეალითი შოუს ვარსკვლავმა ახალი ამბავი რამდენიმე თვის წინ გაამხილა და მნიშვნელოვანი თარიღი, რასაც პატარას დაბადება ქვია, ნელ-ნელა ახლოვდება. თუკი გამოცემებს დავუჯერებთ კიმი მეორე ბავშვს მიმდინარე წლის დეკემბერში გააჩენს.

რომ არა ჟურნალისტები, თუკი კარდაშიანის ბოლოდროინდელ ფოტოებს შევავლებთ თვალს, მარტივი მისახვედრია, რომ ვარსკვლავი ძალიან მალე იმშობიარებს და არაა გამორცხული ეს დღე დეკემბრამდე დადგეს.

მიუხედავად იმისა, რომ კიმმა ბოლო დროს წონაში მოიმატა, მის ვესტის მეორე ორსულობა გაცილებით კარგად მიმდინარეობს. მისი სხეული უწინდელივით დასიებული არაა, კარდაშიანიც აქტიურად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებებზე და საკუთარ სხეულზე ზრუნვას დიდ დროს უთმობს. რაც მთავარია მეორე ბავშვზე ორსულობისას მისი გულის რევის შესახებ არავის სმენია – მაშინ როდესაც კიმი ნორზ ვესტზე იყო ორსულად ტაბლოიდები ისტერიულად აშუქებდნენ ტოქსიკოზის თითოეულ შემოტევას, ამჯერად კი მხოლოდ ვარსკვლავის წონით ინტერესდებიან, მაგრამ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ქალი ყველაფრის მიუხედავად კარგ ფორმაშია – ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მშობიარობის შემდეგ კიმის მომატებულ კილოგრამებზე არავინ ილაპარაკებს…