ინგა გრიგოლია ტრანსგენდერი ქალების დაპირისპირებას და მათი მეზობლის დაკავებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“როცა ამ ტიპის ძალადობაზე გადაცემა გავაკეთეთ, ლამის ჩაგვქოლეს ადამიანის უფლებათა დამცველებმა, როგორ გაბედე და სტუდიაში მათ მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანები მიიყვანეო, როცა განვმარტე, ჩვენ რეალურ სურათს ავსახავთ, მაყურებელს ვაჩვენებთ, რაც ხდება და რა თავდასხმებს და ძალადობას აქვს ადგილი, სექსუალური უმცირესობების მიმართთქო, ლამის ჰომოფობად გამომაცხადეს და ა, ბატონო… ძალით და ხელოვნურად ამბებს არ ვქმნით, ავსახავთ რეალობას და ყოველდღიურობა ადასტურებს, რომ პრობლემები, რომელზეც გადაცემას ვაგებთ, რეალური და ძალიან მძიმეა” – წერს გრიგოლია.