რა გეგმები აქვს “ჩემი ცოლის დაქალებში“ ნინოს როლის შემსრულებელს, სერიალის დატოვების შემდეგ?

0
3127

მსახიობი გიორგი მარშანია სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები“ აღარ იქნება. პოპულარულ სერიალში, ის ტრანსგენდერი ნინოს როლს ასრულებდა და საკმაოდ პოპულარული პერსონაჟიც იყო. მართალია ქალის სამოსის და ქუსლიანი ფეხსაცმლის მორგება გაუჭირდა, მაგრამ სახასიათო პერსონაჟი შექმნა. მისი გმირის ისტორია, ტრაგიკულად დასრულდა, ნინო მაღალჩინოსანმა საყვარელმა მამაკაცმა მოკლა. სად გააგრძელებს საქმიანობას მსახიობი და დაწყდა თუ არა გული სერიალის დატოვების გამო, ამის შესახებ, გიორგი “მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– არ ვიცი ჩემი პერსონაჟით რა შევცვალე, მაგრამ მინდოდა ტრანსგენდერი ქალების მიმართ, საზოგადოების სტიგმა დამენგრია. ეს რამდენად შევძელი არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი პერსონაჟი ნინო გარდაიცვალა, უამრავმა ადამიანმა განიცადა, მწერენ და მისამძიმრებენ. მიხარია ასე რომ მოხდა.

– რატომ გარდაიცვალა თქვენი პერსონაჟი, ამოწურა ნინომ საკუთარი თავი?

– ეს ალბათ სცენარისტებს უნდა ჰკითხოთ. ამ პერსონაჟს მძაფრი წერტილი სჭირდებოდა და ალბათ ამიტომაც მოკვდა ის.

– სად გააგრძელებთ საქმიანობას “ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ?

– ჯერჯერობით არ ვიცი. მსახიობის ბედი რეჟისორებზე და სცენარისტებზე არის დამოკიდებული, თუ მექნება საინტერესო შემოთავაზება, სიამოვნებით დავთანხმდები ახალ პროექტში მონაწილეობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here