ინგა გრიგოლია: ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ

0
29

რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია პირველის ეთერში ინგა გრიგოლიამ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც განაცხადა, რომ თავისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებით ემუქრებიან თუ ის ქვეყანას არ დატოვებს.

“გამარჯობა ჩემო მეგობრებო, გამარჯობა ჩემო მაყურებელო…ვინც იცით და ვინც ჯერ კიდევ არ იცით,დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა,რომლითაც სხვებთან ერთად ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ,თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მოგესალმებით ყველას ვინც ბოლო ორ ათეულწელზე მეტია მიყურებთ და მისმენთ მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა ის რასაც ამდენი წელია ვაკეთებ… მოგესალმებით თქვენც,ვისაც ასე ძალიან გინდათ რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე, მოგესალმები შენ ვისაც ასე ძალინ გინდა რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემ საქმეზე უარი ვთქვა, იმიტომ რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი… მე ინგა ვარ გრიგოლია… ქალი, შვილი, დედა, და, მეგობარი, მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული,მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება.ხოლო თქვენ კი,ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ,რომ ქვეყანა დავტოვო.პირობას გაძლევთ,თავს შევაკლავჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ციხეში,მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც.წლების წინ მე შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე დღემდე გამოუძიებელი დევს სოდში,თუმცა არასოდეს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია.ეხლა კი გადავწყვიტე სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო,რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ.მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ რომელი თაობაც ამ სახელმწიფოსთან ერთად, ამ პლიოტიკოსებთან ერთდა გაიზარდა… მე იმ თოაბის ჟურნალისტი ვარ ვინ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოჰყვება ამ სახელმწიფოს… მე დ ჩემი კოლეგები, იმ თოაბის ჟურნალისტები ვართ რომელსაც ყველაფერი ნანახი გვაქვს… თუმცა აღმოჩნდა რომ ის რაც ვნახეთ ჩვენი თვალით, ის პროცესები რაც ჩვენ გავაშუქრეთ ჟურნალი ყოფილა… თურმე 2016 წლის 14 მარტი წინ ყოფილა… დღეს 2016 წლის 14 მარტია… ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ დღევანდელი დილა მუქარით გათენდებოდა… ვერ წარმოვიდნენდი რომ ამ მუქარის შესახებ არც მეტი არ ნაკლები ჩემი შვილისგან გავიგებნდი… ჩემი შვილისგან რომელიც ამ სახლწიფოსთან, ჩვენთან ერთად გაიზარდა.. შენ თუ თქვენ, ვისაც ასე ძალიან გინდა და გინდათ რომ მე ახლა ამ ეთერში არ ვიჯდე, ქვეყნიდან წავიდე, გაგიკვირდებათ და არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე… სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე…არსად წასვლას არ ვაპირებ! დააშანტაჟეთ და შეაშინეთ,ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას……დღეს 2016 წლის 14 მარტია… თბილისიდან 2-3 საათის საფრენზე ანკრაში 34 უდანაშაულო ადამიანი ალბათ ყველაზე დიდი ბოროტებას ტერაქტს შეეწირა… ჩვენგან რამოდენიმე ათას კილომეტრში… სირია ცეცხლის ალშია გახვეული… მსოფლიოს მომავლი ბედი წყდება და ამ დროს აქ თბილისში ვიღაც აფეთქების გარეშე ტერაქტს გვიწყობს… მე ინგა გრიგოლიას კი არა, ჩემ შვილ მარიამს კი არა, ჩემს ოჯახს კი არა, ჩემს მეგობრებს კი არა, პოლიტიკოსებს კი არა… ყველას ვინც ახლა მიყურებს ან არ მიყურბს, ყველას ვინ ახლა ბაზრობაზეა ლუკმაპურის საშოვნელად, მეტროს მემანქანეს რომელიც დილის სუთი საათდან გვირაბშია, იმათ ვინ ახლა ჯარიაშენში საკუთრი თვალით უყრებს მცოცავ ოკუპაციას, იმათ ვინ დღეს დილით ბავშვები ბაღში და სკოლაში მიაცილა, იმათ ვინ ახლა მერხებთან ზის და სწავლობს რომ მერე უკეთეს საქართველოში იცხოვროს, იმათ ვინც დღეს უნივერსტიტეში საპროტესტო აქციაზე დგას, იმათ ვისაც დღეს პაემანი აქვს საყვარელ ადამიანთან, იმას ვინ დღეს ბანკიში კრედიტი გადაიხადა, იმათ ვინც, საგაზაფხულო ხვნა-თესვისთვის ემზადება, ვინც საკრებულოში, გამგეობაში, წარმატებულ კომპანიაში მუშაობს, იმ რაგბისტებს ვინც 2 დღის წიან რუსეთი კიდევ ერთხელ დაამარცხა, იმ ფეხბურთელებს რომლებსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, იმ მომავალ დედებს რომლებიც ახალი სიცოცხლის მოლოდინში არიან, ყველას იმას ვისაც, ჰგონია რომ ეს მას არ ეხება… ეს პირადი ტერაქტი ჩვენ ყველას ერთად გვეხება… ამიტომ არ ვაპირებ მე გაჩუმებას ჩემი შვილის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უფლებებისთვის ბრძოლა ახლა იწყება დღეს 2016 წლის 14 მარტია გამარჯობა მე ინგა გრიგოლია ვარ და ვიწყებ…” – ნათქვამია ვიდეო მიმართვაში…

[fbvideo link=”https://www.facebook.com/TVSports.ge/videos/543961889096456/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here