ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ…
„ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა…
აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი შს მინისტრი, გიორგი გახარიას გადადგომაა.
ახლახან ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი მოთხოვნა შეასრულა და 2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება.