22 ივნისს 20:00 საათზე „ოტიუმში“ ჯგუფ „სახის“ კონცერტი გაიმართება. ფილარმონიაში მათი წარმატებული კონცერტის შემდეგ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ კლუბურ და სარესტორნო სივრცეშიც გადაინაცვლონ.
საინტერესოა, რომ თითო ადამიანს ამ საღამოზე მოსახვედრად, სურვილის შემთხვევაში, 100 ლარის გადახდა მოუწევს, 60 ლარი ბილეთის ფასია, 40 ლარი კი დეპოზიტი.
ასეთ მაღალფასიან ბილეთს ქართული ჯგუფის კონცერტზე აპროტესტებს ბლოგერი გურამ შეროზია და აღნიშნავს:
„ბილეთის ფასი 60 ლარი, დეპოზიტი 40 ლარი=100 ლარი. :O
როცა აეროსმიტში, აგილერაში, „სკორპიონსში“ და რობი უილიამსში გადავიხადეთ ორჯერ და ზოგან სამჯერ ნაკლები. :დ
სახე, გვეღადავებით? 😀
თუ უბრალოდ “მიიქციეთ ჩვენი ყურადღება” და სინამდვილეში ნაკლები ღირს? )))) ქამოოონ!
#სახესახესგვახევს“