გურამ ბაღდოშვილი: „ძალიან ცოტას ვხედავ ერთდროულად დაქორწინებულსა და ბედნიერს…“

0
622

შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი ჟურნალ „გზასთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ რატომ არ დაქორწინდა და რატომ არ ჰყავს ცოლ-შვილი. „სახალხო შეფი“, როგორც გურამს ხშირად ეძახიან, აღიარებს, რომ პროფესიიდან გამომდინარე, შავი ბერის ცხოვრება აქვს – „არ მცალია ამისთვის. თავისუფლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება, მივეჩვიე კიდეც მარტოობას…“

გურამი აღნიშნავს, რომ დღეს, როდესაც დაქორწინებულ წყვილებს უყურებს, ბევრ მათგანს, მისი აზრით, კონტრაქტი და ხელშეკრულება უფრო აკავშირებთ:

„ძალიან ცოტას ვხედავ ერთდროულად დაქორწინებულსა და ბედნიერს. ხელშეკრულება-კონტრაქტი უფრო აკავშირებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდრე სიყვარული. ისეთი წყვილები ვიცი, სექსი საერთოდ რომ არ აქვთ. როგორც მონადირეს უყვარს ნადირობა, ისე უყვარს კაცს ქალი, მაგრამ თავისუფლებას მაინც სხვა ხიბლი აქვს“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here