ვიდეო: ირაკლი მაქაცარიას მანქანას შეყვარებული ურეცხავს

0
657

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა წყვილი არიან. ამის შესახებ საზოგადოებამ მცირე ხნის წინ, ლიზას 19 წლის იუბილეზე შეიტყო. რესტორანში გადაღებული ფოტო რჩეულთან ერთად ლიზამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

ირაკლი მაქაცარია წარმატებული ბიზნესმენი და ტელესახეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. ის თავის რჩეულ გოგონაზე საკმაოდ დიდია, მაგრამ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილი აშკარად ძალიან კარგად გრძნობს თავს ერთად.

სოციალურ ქსელში ირაკლიმ ახლახან გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ რეცხავს მის მანქანას ლიზა.

შეგახსენებთ, რომ გოგონა ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილია. ლიზა კარგად მღერის და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here