“გოგონები გიჟდებიან ირაკლიზე. მთავარია, მე ვარ მისი რჩეული“ – ვინ არის ირაკლი ფიფიას შეყვარებული?

0
3549

მოცეკვავე ირაკლი ფიფია მაყურებელმა გაიცნო პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა“, სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა და ავტომობილი მოიგო. მისი რჩეული ჯგუფ Sparkle-ის წევრი ანი ჩხეიძეა. წყვილის ურთიერთობა „X ფაქტორიდან“ დაიწყო და უკვე სამი წელია რაც ერთად არიან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებულია, სულ ცდილობენ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. წყვილი ერთმანეთზე არ ეჭვიანობს, ამბობენ რომ ეს ეტაპი გადალახეს.

„თავიდან შოკი მქონდა, რადგან არ ვიცოდი რა მექნა: მეეჭვიანა, თუ სხვანაირად შემეხედა ამ ყველაფრისთვის. მერე მივხვდი, რომ არ ღირს ყველა დეტალზე ნერვების შლა. გოგონები გიჟდებიან ირაკლიზე, კი ბატონო. მთავარია, მე ვარ მისი რჩეული“. – ამბობს ანი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას. ირაკლის თავისი სტუდია აქვს, სადაც ანი ცეკვავს. „სამსახურში მკაცრი და მომთხოვნი ვარ, დისციპლინა მიყვარს“.

წყვილი ჯერ დაქორწინებას არ აპირებს „ჯერ კარიერაზე ვართ გადართულები. სანამ ახალგაზრდები ვართ, გვინდა ყველაფერი მოვასწროთ, რომ მერე რაღაცები არ ვინანოთ, ნელ–ნელა ფეხზე ვდგებით, 70 პროცენტი გავაკეთეთ, გვინდა, წერტილამდე მივიყვანოთ და მერე ყველაფერი იქნება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here