ვანიკო თარხნიშვილი ბავშვთა სახლს ესტუმრა

0
1768

მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის, თბილისში მდებარე ბავშვთა სახლს ესტუმრა და იქ მყოფი აღსაზრდელები გაახარა. ვანიკომ პატარებს თავისი სატელევიზიო და სამსახიობო საქმიანობის შესახებ უამბო. გაიხსენა სახალისო ამბები, რომლებიც მეგაპროექტ “ნიჭიერისა” და სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებების დროს შეემთხვა. საუბრის შემდეგ ვანიკომ ბავშვებთან ითამაშა, იცეკვა, მოისმინა მათგან ლექსები და სიმღერები. გამომშვიდობების წინ პატარებმა ვანიკოს იმ ცნობილი ადამიანების ფოტოები დაათვალიერებინეს, რომლებიც მათ სტუმრობდნენ ხოლმე და შეჰპირდნენ, რომ მის სურათსაც ამ სამახსოვრო სტენდზე განათავსებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here