გიზი ამირეჯიბი: „თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც სამი ძმათამკვლელი ომი დაიწყო ამ ქვეყანაში, ერთმანეთს გაუბიცებს ესროდით და ხოცავდით…“

0
1459

სოციალურ ქსელში ბახალას საქმესთან დაკავშირებით გიზი ამირეჯიბი ავრცელებს პოსტს, რომელსაც „ფეისბუქზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიზი წერს იმ თაობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს აკრიტიკებს და „დაბოლილებს“ ეძახის, თავად კი სამ ძმათამკვლელ ომს ჩაუყარა საფუძველი.

გთავაზობთ პოსტს.

„მთელი დღეა ვკითხულობ, როგორ გვლანძღავს უფროსი თაობა კომენტარებში ბახალას საქმეზე. „დაბოლილი თაობა” და „ეს რა ხალხი იზრდება”, „გარყვნილები” და ათასი … გინდათ თაობებზე ვილაპარაკოთ? დავაი! თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც სამი ძმათამკვლელი ომი დაიწყო ამ ქვეყანაში, ერთმანეთს გაუბიცებს ესროდით და ხოცავდით,  ქალაქი დაანგრიეთ, თქვენ ის თაობა ხართ, ზამთარში ომიდან გამოქცეულ დევნილებს სვანეთის გზებზე რომ აყაჩაღებდით, თქვენი თაობა ხვრეტდა სამეგრელოში მშვიდობიან მოსახლეობას საკუთარ ეზოებში. თქვენ დაგვახვედრეთ დანგრეული და კორუმპირებული ქვეყანა. თქვენი თაობა იყო ზუსტად, ხალხს რომ აუპატიურებდა ციხეში, და თქვენი მოსამართლეები იყვნენ 0.00001% რომ იყო გამამართლებელი განაჩენი სასამართლოში.

ნარკოტიკებზე ვის ელაპარაკებით, საერთოდ ვენა აღარ დაგრჩენიათ, არაფრის თავი რო აღარ გაქვთ, ეხლა დაიწყეთ ხო მორალისტობა?! ეს ქალები კიდე სულ გამოასლევეთ, ერთ ნახევარს 15 წლის ასაკში იტაცებდით და აუპატიურებდით, მეორე ნახევარს კიდე 35 წლამდე ქალიშვილებად დაატარებდით, „მორალისტებო”. შეერყათ ფსიქიკა და დაწერენ ცომიანი ხელებით, მიჰა ჰამოდის, აბა, რას იზამენ. თქვენ იტაცებდით ხალხს პანკისში და ორმოებში ხდიდით სულს ფულისთვის. ჯოჯოხეთი დაგვახვედრეთ ნამდვილი. საერთოდ, ენა როგორ გიბრუნდებათ?

ჰოდა, ამიტომ, როცა გეტყვიან, რო დეკრიმინალიზაციაა საჭირო, ყურებით ტაში დაუკარით კუთხიდან და კი, უფროსოო, გვიპასუხეთ. თქვენს მორალურ სახეს მაგ ჯვრებით და სანთლებით ვერ დაფარავთ. #ბახალაგამოუშვით!!!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here