20.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

თიკა ჯამბურია: “აღარ მინდა, რომ ისევ ის კიკინებიანი თიკა ვიყო”

თიკა ჯამბურია იმ ცნობილი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის შესახებაც საუბარი არასდროს წყდება და მასზე მუდმივად არსებობს ჭორები. შეიძლება ითქვას, რომ მის პირად ცხოვრებაზე უფრო მეტს ჭორაობენ, ვიდრე მის კარიერაზე. ალბათ, ბოლო პერიოდში შეამჩნიეთ, რომ მასზე გახმაურებული ჭორი აღარ ყოფილა. სწორედ ამიტომ დავინტერესდით, რა ხდება ახლა მომღერლის კარიერაში და პირად ცხოვრებაში. თიკამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ აპირებს ეს წელი მაქსიმალურად გამოიყენოს და საკუთარი თავი კარიერას მიუძღვნას. პირველი რაც მას დაგეგმილი აქვს, ორი ახალი ვიდეორგოლის გადაღება, დუეტი დიმა კობეშავიძესთან და მისი ორი ძველი სიმღერის ახლებური ვერსია.

Latest Posts

ბოლო სიახლეები