ახალი სამყარო აღმოაჩინა და ნაჩუქარი ფოტოაპარატით კადრების ისტორიისთვის შენახვა დაიწყო მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში კი სადებიუტო ფოტოგამოფენაც გამართა სახელწოდებით, „ელექტრონული ხილვები“. გამოფენისთვის გიორგი 4 წელი ემზადებოდა. ინსპირაციის წყაროდ კი, სწორედ 4 წლის წინ საჩუქრად მიღებულ ფოტოაპარატს ასახელებს. გადაღებული 3400 ფოტოდან საგამოფენო სივრცეში 40-ზე მეტი ნამუშევარი მოხვდა.