გიორგი ნადიბაიძე “ახალ ტალღაზე“ საქართველოს წარადგენს. “ვოისის“ გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდიდან საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან “ვოისის“ შემდეგ მალევე საერთაშორისო კონკურსის მონაწილე გახდა.
გიორგის “ტიფლისის“ ვერანდაზე შევხვდით ინტერვიუს ჩასაწერად და ფოტოების გადასაღებად.
გიორგი:
ვერ გეტყვით, ველოდებოდი თუ არა, რომ “ახალი ტალღის“ კონკურსანტი გავხდებოდი, მაგრამ შანსი მომეცა და შესაძლებლობა. დიდი ხანი ვფიქრობდი ამ პროექტში მონაწილეობაზე, გაჩნდა საერთო იდეა, რომ წავსულიყავით დუეტად მე და მარიამ აბდუშელიშვილი. ვადების გამო, მარიამი იმ დროს ამერიკაში წავიდა, ვერ ვასწრებდით ერთად მონაწილეობას. შესაბამისად, მე მარტო გავემგზავრე შესარჩევ კონკურსზე.